სივის გაგზავნა

ვაკანსიები

ვადაგადაცილებული სესხების მართვის ჯგუფის უფროსი ახალციხეში

„ფინანსური ბიურო“ სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან მოღვაწეობს. დღესდღეობით ორგანიზაციაში 300-მდე თანამშრომელია გაერთიანებული. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან. ორგანიზაციის საქმიანობის სფერო პრობლემური აქტივების დამუშავებაა.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას „ვადაგადაცილებული სესხების მართვის ჯგუფის უფროსის“ პოზიციაზე ახალციხეში.

სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი: 10:00-დან 18:00-მდე;  შაბათი: 10:00-დან 13:00-მდე

სამუშაოს აღწერა:

  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე და შედეგების ზრდაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა;
  • თანამშრომლებისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების პროცესის მონიტორინგი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად მუშაობის და დისციპლინის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომლის მუშაობის შეფასების პროცესის ორგანიზება;
  • პრობლემური სესხების მოგვარება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო გზების ძიება;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
  • უშუალო უფროსისგან მიღებული სხვა დამატებითი დავალებების შესრულება; (კომპეტენციის ფარგლებში)

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook)

 

კომპეტენციები და უნარები:

  • გუნდის მართვის და გუნდში მუშაობის უნარი;
  • ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: fbvacancy@fbureau.ge  Subject-ის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ვადაგადაცილებული სესხების მართვის ჯგუფის უფროსი - ახალციხეში“. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.